суббота, 19 марта 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე
ტრნინგის მესამე დღეს გავიარეთ მეორე მოდულის ორი თემა  სტანდარტების გათვალისწინება პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეებზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებისგან მოითხოვს ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას და ადასტურებს, რომ მიღებული ინფორმაცია სრულყოფილად გაიგეს მაშინ, როდესაც ტესტებისა და გამოცდების საშუალებით, ჩვენ შეგვეძლო ეს მხოლოდ გვევარაუდა.  სტანდარტების დადგენა დაგვეხმარეა პროექტის ეფექტურად დაგეგვმაში. სტანდარტისა და ამოცანების დაგეგმვა და აქედან გამომდინარე მიზნების დასახვა დაგვეხმარება  პროექტის სწორად აგებაში. გავეცანით კოლეგების პროექტის მონახაზს და მივეცით ერთმანეთს რჩევები.  გავიაზრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მიმართულების მიმცემი კითხვის შერჩევა. (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები). გავეცანით "ბლუმის ტაქსონომიის" განახლებულ ვერსიას.  ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. 
 ავტვირთეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურები.




2 комментария:

  1. ირა, ძალიან მომეწონა, საინტერესოდ გაქვს წარმოდგენილი პროექტი-თემაზე
    "გარემოს დაცვა"ვეცდები გამოვიყენო ჩემს მუშაობაში.
    დიდი მადლობა ურთიერთთანამშრომლობისთვის.

    ОтветитьУдалить
  2. მადლობა თინა მასწავლებელო.

    ОтветитьУдалить