суббота, 9 апреля 2016 г.

               ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს განვიხილეთ მერვე მოდული.  როგორ წარმოვადგინოდ ეფექტურად   და გაუზიაროთ კოლეგებს კონსტრუქციული შეფასება. გავიხსენეთ,რომ საპრეზენტაციო ჩვენება მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.
გადავხედეთ ჩვენს პორთფილიოს და ავტვირთვთ ბლოგზე, შევქმენით პორთფოლიოს სანახავი ვერსია.
   ტრენინგის  ამ კურსმა საინტერესო და ახალი უნარ- ჩვევები შემძინა, დამანახა პროექტებით სწავლების დადებითი მხარეები, თუ როგორ  შეიძლება უფრო საინტერესოდ და მრავალფეროვნად მივაღწიოთ თემის სიღრმისეულ შესწავლას.
როგორ ჩავრთოთ ყველა მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესში-შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, როგორ შეიძინონ   21-ს-ის უნარ-ჩვევები, რაც  ე.ს.გ. გამჭოლი კომპედენციებია.
 დიდი მადლობა ქალბატონ დიანა მიქაძეს, ტრენინგის საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმართვისათვის.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

   ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის  მერვე დღეს გავიარეთ მოდული 6.  მისი ყველა აქტივობა და ნაბიჯი. 
დავათვალიერეთ ერთმანეტის საქაღალდეები.
 გავეცანით როგორ მოვარგოთ ინდივიდუალურად სასწავლო პროექტის გეგმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს. მათი საჭიროებებისა და მახასიატებლების გათველისწინებით.
 დღევანდელი დღე იყო დაინტერესოდ დატვირთული. 

суббота, 2 апреля 2016 г.

ტრენინგის 7 დღე
მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია, შევაფასეთ, მივიღეთ უკუკავშირი, გადავამოწმეთ  მთავარი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესაბამისობა პროექტთან.
     
გავეცანით მე-5  მოდულს, შეფასებას .
გავიხსენეთ შეფასების ჩეკლისტი,
პორტფოლიოს  შეფასების რუბრიკა,
კოლაბორაციული შეფასება,
შეფასების დაგეგმვის ცხრილი,
შედეგების შედარება,
გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასება.
 
განვიხილეთ მე-7 მოდული - ფასილიტაცია.
 
აქტივობებს მოსწავლეთა დაწყვილებისათვის, პროექტზე მუშაობის წარმაეთვას.
 
ტრენინგი საინტერესო იყო, ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ მუშაობის პროცესში.


воскресенье, 27 марта 2016 г.

       ტრენინგის  6 დღე


განვიხილეთ მოდული 4 და მოდული 5ის  ნაწილი.

         შევეხეთ მთავარ კითხვას, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეების სწავლის შეფასების მიზნით.          

         კოლაბორაციული  მუშაობის მიზნით  შევქმნით  ჯგუფებს,  რომლებიც ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდებიან ერთმანეთს და გაუზიარებენ აზრს პროექტთან დაკავშირებით.

        პროექტზე მუშაობისას, აუცილებლად გავითვალისწინებ თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და ინტერესს, საშუალებას მივცემ თავად აირჩიოს მისთვის საინტერესო შინაარსი,განახორციელოს  სამუშო ტიპები, რითაც წარმოაჩენს საკუთარ ინდივიდუალურობას. კოლაბორაციული მუშაობისას მოსწავლეებს უწევთ ინიციატივის გამოჩენა, რაც შეიძლება გამოწვევა აღმოჩნდეს მათთვის.

         მაგალითზე განვიხილეთ და ვნახეთ როგორ შეუძლია გამოიყენოს მოსწავლემ  ტექნოლოგიური საშუალებები პროექტისათვის. წარმოადგინოს პრეზენტაციის  ნიმუში, გადმოგვცეს პუბლიკაციით ( გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ბიულეტენი, ბლოგი).
     ჩემთვის სიახლე იყო, რომ ზუსტი ძიებისათვის შემიძლია   სამი მიმანიშნებელი სიტყვა ჩავსვა ბრჭყალებში  და ასე მოვიძიო იოლად, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მო




суббота, 26 марта 2016 г.

      ტრენინგის მეხუთე დღე
         განვიხილეთ პროექტის შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.
გავეცანით უკუკავშირის მეთოდებს,უკუკავშირის სახეებს, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს, ტექსტური რედაქტორის Reviewing Toolbar-ის გამოყენებას უკუკავშირისათვის.
     
ასევე გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ნორმებს, საავტორო უფლებებს.  "საავტორო უფლებები"- შესახებ,შევინახეთ საქაღალდეში .ვიმუშავეთ წყვილებში,გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი ნაშრომები და მივეცით უკუკავშირი.ინტერნეტ  რესურსების გამოყენება პროექტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია.დიდი გავლენა  აქვს ინტერნეტს საგაკვეთილო პროცესზე.:როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს ჩვენს თემაში კვლევაში კოლაბორაციისა და კომუნიკაციისთვის.





воскресенье, 20 марта 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

   გავიარეთ  მე -2 მოდულის   მე -3 აქტივობის  1 , 2, 3 ,4, 5 ნაბიჯები . მომეწონა  

მიმართულების მიმცემი  საკვანძო  კითხვების  ნიმუშები . სასწავლო  პროექტის 
გეგმის ჩეკლისტი .      გავერკვიე , როგორ  მოვახდინო  პროექტზე  დაფუძნებული
 სწავლის  შეფასება , რაც  მნიშვნელოვანია , რადგან , როდესაც სწავლებას  
ამოძრავებს  შეფასება , მოსწავლეები უფრო  მეტს  სწავლობენ , უფრო
 თავდაჯერებულები და თვითრეგულირებადი ხდებიან. გავიხსენეთ პროექტის შეფასების 5 ძირითადი სტრატეგია:
სადაც მოიაზრება წინარე ცოდნის გახსენება, წახალისებისა და თვითრეგულირებადი სწავლების  ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგის,  გაგებისა და შემოწმების, გაგებისა და მონიტორინგის სტრატეგიები, რასაც გამოვიყენებ მუშაობის პროცესში.

    მომეწონა დროში გაწერილი შეფასების გეგმა პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ გამოვიყენებ.





суббота, 19 марта 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე
ტრნინგის მესამე დღეს გავიარეთ მეორე მოდულის ორი თემა  სტანდარტების გათვალისწინება პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეებზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებისგან მოითხოვს ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას და ადასტურებს, რომ მიღებული ინფორმაცია სრულყოფილად გაიგეს მაშინ, როდესაც ტესტებისა და გამოცდების საშუალებით, ჩვენ შეგვეძლო ეს მხოლოდ გვევარაუდა.  სტანდარტების დადგენა დაგვეხმარეა პროექტის ეფექტურად დაგეგვმაში. სტანდარტისა და ამოცანების დაგეგმვა და აქედან გამომდინარე მიზნების დასახვა დაგვეხმარება  პროექტის სწორად აგებაში. გავეცანით კოლეგების პროექტის მონახაზს და მივეცით ერთმანეთს რჩევები.  გავიაზრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მიმართულების მიმცემი კითხვის შერჩევა. (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები). გავეცანით "ბლუმის ტაქსონომიის" განახლებულ ვერსიას.  ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. 
 ავტვირთეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურები.




воскресенье, 13 марта 2016 г.

ტრენინგის პირველი და მეორე დღე

ტრენინგის პირველ დღეს ვნახეთ ფილმი "ხიდი" სადაც ნათლად იყო  ნაჩვენები "პროექტის" არსი და მისი დაგეგვის გზები. 
განვიხილეთ "ელექტრონული წიგნი" და პროექტებით სწავლება. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის, მოსწავლის და მასწავლებლის როლი ამა თუ იმ პროექტში და მათი განსაზღვრის გზები.
შევქმენით საქაღალდეები და განვიხილეთ  ბუკლეტების შექმნის მეთოდები.
ვისწავლეთ და შევქმენით "ბლოგი"
 ეს ყველეფერი მოსწავლეებს დაეხმარება პრობლემის გადაჭრაში და გამოუკიდებელ მუშაობაში.